LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 2024 წლის აგვისტოში ეკონომიკური ზრდის წლიურმა მაჩვენებელმა 12% შეადგინა

111
მშპ

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 12% შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა.

ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები და ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები