500 Global-მა, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით, საქართველოში 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამის მეექვსე ნაკადის ფარგლებში Demo Day გამართა. 12 კვირიანი ინტენსიური კურსის გავლის შემდეგ 5 ქვეყნის 8 სტარტაპმა საკუთარი ბიზნესი ფართო აუდიტორიას გააცნო.
500 Global in Eurasia მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სტარტაპების გაძლიერებასა და მათი სრული პოტენციალის ათვისებას ევროპისა და აზიის რეგიონში, მისცეს მათ წვდომა ყველა იმ საჭირო ინსტრუმენტზე, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირებაში დაეხმარება. პროგრამის ფარგლებში, დამფუძნებლები ესწრებიან მენტორებთან ინდივიდუალურ და ჯგუფურ შეხვედრებს, სადაც მუშაობენ საკუთარი ბიზნესის სწრაფი ზრდის, განვითარებისა და ფონდების მოზიდვის სტრატეგიების შემუშავებაზე. Demo Day კი სთავაზობს მათ პლატფორმას საკუთარი სტარტაპის ლოკალური და საერთაშორისო ექსპერტებისთვის, ეკოსისტემის სტეიკჰოლდერებისთვის, ბიზნეს ლიდერებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის გასაცნობად.
500 Global in Eurasia-ს მეექვსე ნაკადის მონაწილეები არიან:
Clustr – სტარტაპი ქმნის კვლევაზე დაფუძნებულ საინვესტიციო პლატფორმას web3-ის მომხმარებლებისთვის. აანალიზებს ყოველი ვალუტის უკან მდგარ რისკებს და იცავს ინვესტორებს ფიშინგისგან. ამასთან, ერთიან სივრცეში აერთიანებს მომხმარებლის საფულეს და ეხმარება მას შექმნას დაბალანსებული პორტფელი.
YAYA – სტარტაპი სტარტაპი ღილაკზე თითის ერთი დაჭერით მომხმარებელს აძლევს წვდომას 250-ზე მეტ საბავშვო ცენტრზე ყაზახეთში.
Optimyzee – სტარტაპი 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 10 000 სარეკლამო კამპანიაზე გამოცდილი ალგორითმის მეშვეობით ბიზნესებს Google Ads-ის ოპტიმიზაციაში ეხმარება.
Raised – სტარტაპი შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს, დაამყარონ საქმიანი კავშირები წამყვან, წინასწარ შერჩეულ C დონის აღმასრულებლებთან სრულ ან ნახევარ განაკვეთზე თანამშრომლობისთვის, რაც დაეხმარება ბიზნესებს, აირჩიონ მათი საქმიანობისთვის შესაფერისი კანდიდატი და მიაღწიონ წარმატებას.
KatalistAI, Inc. – სტარტაპი ამარტივებს ციფრულ კომუნიკაციას და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ტექსტურ შეტყობინებებს ვიდეოდ აქცევს.
Videopoint – სტარტაპის პლატფორმა ინსტაგრამის „რილსებს“ Shopify-ს მაღაზიებისთვის სარეკლამო რგოლებად გარდაქმნის და ამის მეშვეობით ზრდის DTC გაყიდვებს.
Helio.AI – ეს არის რეკრუიტინგისთვის შექმნილი პლატფორმა, რომელიც თამაშის მეშვეობით, კომპანიებისთვის კადრების შერჩევის პროცესს უფრო მეტად სწრაფს და ეფექტურს ხდის.
Trag – ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც software-ის ხარვეზების აღმოფხვრასა და განახლებას ავტოპილოტზე ახდენს.
500 Global in Eurasia-ს მეშვიდე ნაკადზე მიღება უკვე მიმდინარეობს. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
ინფორმაციისთვის, 2022 წელს 500 Global-მა საქართველოს ბანკთან და GITA-სთან ოთხწლიანი პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამა საქართველოში, თბილისში, წელიწადში ორჯერ იმართება.
500 Global-ის შესახებ:
500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც, 2023 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. ის ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2900-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 35-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 160+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორისაა კერძო, საჯარო და „exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 20-ზე მეტ ქვეყანაშია განთავსებული, რომლებსაც ანტეპრენერობის, ინვესტორობის და წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.
(R)