LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 8 520 შიდსით ინფიცირებულია, მათ შორის 116 მცირეწლოვანია

92
BeFunky-collage - 2020-10-01T145948.554

საქართველოში 418 ახალი აივ ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს. მათივე განმარტებით,  2020 წლის 1-ელი ოქტომბრის მონაცემებით, 8 520 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებულია, მათ შორის 6 362 მამაკაცია, 2 158 –  ქალი. ცენტრის ინფორმაციით, პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. მათივე განცხადებით, საქართველოში შიდსით 116 ბავშვია დაავადებული.

“შიდსი 4 340 პაციენტს განუვითარდა, 1 766 გარდაიცვალა. 2020 წელს გარდაიცვალა 131 აივ ინფიცირებული.
1-ელი ოქტომბრის მონაცემებით, აივ მკურნალობას იტარებს 5 297 პაციენტი, მათ შორის 46 ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 36.5% (3111) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 49.1% (4181) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.0% (1031) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3% (109) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5% (41) – სისხლის რეციპიენტია; 0.6% (47) – გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევების გადანაწილება შემდეგნაირია:

თბილისში – 3169 შემთხვევა, (მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი);

სამეგრელოში  – 1168;

შემდეგ იმერეთში – 1020;

აჭარაში – 974;

აფხაზეთში  –  529;

კახეთში  –  427;

ქვემო ქართლში  – 485;

შიდა ქართლში  – 316;

გურიაში  – 181;

სამცხე-ჯავახეთში –  113  და ა.შ.

სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 70 – ვაჟი, 46 – გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან;
განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით _ 108 შემთხვევა (მათგან 1 – ძუძუთი კვებით); სისხლის რეციპიენტი – 4; დაუდგენელი – 2” – წერია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები