ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამით, “ომიკრონით” ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის აღნიშნული შტამით ინფიცირების 600 შემთხვევაა გამოვლენილი:
“6 იანვრის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებულია “ომიკრონის” 600 შემთხვევა”, – წერია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, კოვიდ-19 4 234 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 46 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 727 პაციენტი.
ჯანდაცვის სპეციალისტები “ომიკრონის” შესახებ:
“ომიკრონის” სამიზნე აღმოჩნდნენ ბავშვები და 40 წლამდე ადამიანები: მაია ჩხაიძე