LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოში არის დამოუკიდებელი სასამართლო და არავის სამართალი არ დაეკარგება“ – ლევან მურუსიძე

116
ლევან მურუსიძე

„საქართველოში არის დამოუკიდებელი სასამართლო და არავის სამართალი არ დაეკარგება“,- ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან მურუსიძემ განაცხადა.

აღნიშნულით მან მოსამართლეთა კონფერენციის პარალელურად აქციების დროს დაკავებულთა მშობლების მიერ გამართული აქციის თაობაზე ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.

„ყველას აქვს უფლება, შეიკრიბოს, აზრი გამოხატოს, მათ შორის მშობლებს, რომელთა შვილებიც სამართალდარღვევის ბრალდებით არიან სასამართლოში წარდგენილი – ჩემი კოლეგები გადაწყვეტილებებს მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებენ“ – დიმიტრი გვრიტიშვილი

ლევან მურუსიძის თქმით, „არსებობს სტრასბურგის სასამართლო და ყველა ერთად ნახავს, რამდენად ჩააბარებს ქართული სასამართლო ტესტს“.

„ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებია, რომელზეც მიმდინარეობს ალბათ, ზოგზე გამოძიება, ზოგზე ალბათ სასამართლო განხილვა, მითუმეტეს, როცა საქმის მასალები არც ვიცი, რომც ვიცოდე, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, საქართველოში არის დამოუკიდებელი სასამართლო და არავის სამართალი არ დაეკარგება, შესაბამისად, განხილული იქნება აღნიშნული საქმეები, სამი ინსტანციაა, შემდეგ არის სტრასბურგის სასამართლო და ყველა ვნახავთ, რამდენად ჩააბარებს ქართული სასამართლო აღნიშნულ ტესტს, მეტ კომენტარს ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა მურუსიძემ.

„სანქციები არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, ჩემთან მიმართებაში წერია, რომ გვაქვს გონივრული ეჭვიო, ხომ არ შეიძლება, გონივრული ეჭვის საფუძველზე დასანქცირდე? ეს ხომ პოლიტიკა არის რეალურად“ – ლევან მურუსიძე

კითხვაზე, სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში, იყო თუ არა საკმარისი ან მტკიცებულებათა ერთობლიობა, მურუსიძე პასუხობს, რომ მას „სხვა მოსამართლის საქმიანობის შეფასების უფლება არ აქვს“.

„მე არ ვიცი, მაგრამ რადგან კონკრეტულმა მოსამართლემ ჩათვალა, რომ მან კონკრეტული გადაწყვეტილება გამოიტანა, დასაბუთებაც არსებობს, თუ არადა, აგერ არის სტრასბურგის სასამართლო, მივმართოთ და დაველოდოთ პასუხს. მე რა პასუხი შემიძლია ამაზე გაგცეთ, მე არც საქმის მასალებს ვიცნობ, არც მაქვს უფლება, სხვა მოსამართლის საქმიანობა ასე შევაფასო. მე ვამბობ, ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა, დარწმუნებული ვარ, კანონზე, მტკიცებულებებზე დაყრდნობით იქნებოდა“, – განაცხადა მურუსიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g