LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში არსებული ავტოსკოლები რეგულაციებს დაექვემდებარებიან – მომსახურების სააგენტო

64
მართვის მოწმობა 1

საქართველოში არსებული ავტოსკოლები რეგულაციებს დაექვემდებარებიან, – ამის შესახებ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იმედა მაკასარაშვილმა განაცხადა.

როგორც მაკასარაშვილმა აღნიშნა, გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებულია და განხილვები მიმდინარეობს.

„ავტოსკოლას მნიშვნელოვანი როლი აქვს კანდიდატების მომზადებაში. მომზადებული კანდიდატი ნიშნავს, რომ მან სწავლა კვალიფიციურ მასწავლებელთან გაიარა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ძლიერი ავტოსკოლები იყოს. გვაქვს ამ თემაზე ნაფიქრი, არის გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებული ამ კუთხით, მიმდინარეობს განხილვები და უახლოეს მომავალში როგორც კი მზად იქნება ცვლილებები, შეგატყობინებთ.

ავტოსკოლები რომ მოექცევიან გარკვეულ რეგულაციებში და მათ მიმართ იქნება გარკვეული მოთხოვნები, რომელიც უფრო წარმატებულს გახდის მათ მუშაობას, სწავლების ხარისხს აამაღლებს, ეს ჩვენი მთავარი მიზანია და ვმუშაობთ ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაკასარაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g