LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში აშშ-ს ელჩად კელი დეგნანი დაინიშნა

1128
degnani-770x472

აშშ-ის სენატის გადაწყვეტილებით, საქართველოში ამერიკის ელჩად, პროფესიით ჟურნალისტი, კელი კოლინ დეგნანი დაინიშნა. მანამდე დეგნანი ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალების პოლიტიკური მრჩეველი იყო. საჯარო ინფორმაციის თანახმად, მას 25-წლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს. დეგნანს ასევე ეკავა დიპლომატიური თანამდებობები თურქეთში, კოსოვოში, ავღანეთსა და იტალიაში. ის აგრეთვე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპეციალური მრჩეველი იყო. ფლობს იტალიურ, ფრანგულ და თურქულ ენებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამერიკის ელჩის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც იან კელის უფლებამოსილების 3-წლიანი ვადა ამოეწურა. აღნიშნული თანამდებობა წელიწადზე მეტხანს იყო თავისუფალი.

ელჩის მოვალეობას იან კელის მოადგილე ელიზაბეთ რუდი ასრულებდა.

ვწუხვართ – აშშ-ს საელჩო მოსამართლეების უვადო არჩევაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g