LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში “ასტრაზენეკას” ვაქცინის გაფუჭების რისკი არ არსებობს, 10 ათას ადამიანს აქვს კიდევ დაჯავშნილი: გამყრელიძე

50
Untitled design (5)

“საქართველოში “ასტრაზენეკას” ვაქცინის გაფუჭების რისკი არ არსებობს,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა და ისაუბრა სტატისტიკურ მონაცემებზე, როგორც აღნიშნული ვაქცინით აცრილების, ასევე რეგისტრირებულების შესახებ.

ამირან გამყრელიძის თქმით, ამ დროისთვის “ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრილია 25 461 ადამიანი, ხოლო ადგილი დაჯავშნილი აქვს 10 000 პირს. 

“6 მაისს კიდევ შემოვა “ასტრაზენეკას” 43 ათასი დოზა, რომელიც განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც პირველი დოზა გაიკეთა.

“ასტრაზენეკას” ვაქცინით დღევანდელი მონაცემებით, აცრილია 25 461 ადამიანი და დაჯავშნი აქვს კიდევ 10 ათას ადამიანს, ამიტომ არ მგონია, რომ ჩვენ პრობლემა გვქონდეს “ასტრაზენეკას” ათვისებასთან დაკავშირებით.” – თქვა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს, სწორედ “ასტრაზენეკას” ვაქცინით დაიწყო.

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 5 აპრილიდან ამ ვაქცინით აცრა მხოლოდ 55 წლის ასაკს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს შეუძლიათ.

magti 5g