LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევის შედეგები უკვე ცნობილია

615

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, 2015 წლის ბოლოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის   ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევა ჩაატარა. კვლევის ჩატარების მიზანს ქვეყანაში ბავშვთა შრომის მდგომარეობის, მასშტაბების, მიზეზების და შედეგების შეფასება წარმოადგენდა.

საქსტატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კვლევა ემყარება გაერთიანებული ერების კონვენციას ბავშვთა უფლებების შესახებ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტურ კონვენციებს ბავშვთა შრომის აკრძალვისა და აღმოფხვრის შესახებ. მათივე ცნობით, ბავშვთა შრომა შეიცავს 5-17 წლის ასაკის ბავშვების მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ საქმიანობებს, რომელიც არ არის დაშვებული გაერო-ს აღნიშნული კონვენციების და ეროვნული კანონმდებლობის მიერ. ბავშვთა შრომის განმსაზღვრელ ფაქტორებს წარმოადგენს ბავშვის ასაკი, შესრულებული სამუშაოს ხასიათი, სამუშაო საათების ხანგრძლივობა და პირობები, რომელშიც სამუშაო სრულდება.

”ბავშვთა შრომის ეროვნული კვლევა ჩატარებულია შსო-ის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური ჩარჩოს მიხედვით, რომლის საფუძველზე მსგავსი კვლევები ათეულობით ქვეყანაშია ჩატარებული. კვლევამ მოიცვა დაახლოებით 7700 შინამეურნეობა, რომელშიც ცხოვრობს 5-17 წლის ასაკის ბავშვი. ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ბავშვთა შრომაში ჩართულია 5-17 წლის ასაკის ბავშვების 4.2%. ბავშვთა შრომაში ჩართული ბიჭების რაოდენობა დაახლოებით 3-ჯერ აღემატება გოგონების შესაბამის რაოდენობას”, – ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც საქსტატში განმარტეს, მთლიანობაში, ეკონომიკურ საქმიანობაში (ე.ი. როგორც ბავშვთა შრომაში, აგრეთვე გაერო-ს კონვენციებით და ეროვნული კანომდებლობით დაშვებულ საქმიანობაში) ჩართულია 5-17 წლის ბავშვთა 5.8%. ქალაქის ტიპის დასახლებებლში 1.6%, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში ეკონომიკური საქმიანობით დაკავებული ბავშვთა 11.4% ცხოვრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g