საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვაქცინაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამავე ცნობებით, გუშინ, 10 აგვისტოს აიცრა 23 935 ადამიანი.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვაქცინაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, 10 აგვისტოს აიცრა 23 935 პირი
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის თითოეულ მოქალაქეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისათვის და ვიმედოვნებთ, რომ ვაქცინირებულთა რიცხვი ყოველდღიურად კიდევ უფრო გაიზრდება“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.