LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში „ბუსტერ“ დოზით 123 087 ადამიანია აცრილი: NCDC

118
აცრა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი​ს ინფორმაციით, საქართველოში „ბუსტერ“ დოზით 123 087 ადამიანია აცრილი. მათივე ცნობით, სრულად, ანუ ორჯერადად ვაქცინირებულია 1 202 951 ადამიანი, 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 41.9%.

1 დოზით ვაქცინირებულია 1 315 413 ადამიანი, 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 45.8%.

8 767 ახალი შემთხვევა და 49 გარდაცვლილი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

„21 იანვრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 635 602 აცრა.

12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 698 (2.09%) სრულად აცრილია – 2 553 (1.44%).

16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 299 (15.17%) სრულად აცრილია- 10 714 (13,21%).

20 იანვარს ჩატარდა 7 059 აცრა.

ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g