გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 8 767 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 1 030 710-ია.
ბოლო 24 საათში, ვირუსი კიდევ 5 173-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 951 428-მდე გაიზარდა.
კოვიდინფექციამ კიდევ 49 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 14 631 პაციენტი.
ამ დრომდე:
კარანტინის რეჟიმში რჩება 39 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 4 342 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 1 895-ია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა ტესტით – 56 386, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 35 725, PCR ტესტით – 20 661.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 15,55%, ბოლო 14 დღის – 11,39%, ბოლო 7 დღის – 12,76%.
დღიურად აცრილთა რიცხვი 7 059-ია.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
- თბილისში გამოვლენილია 5 052 შემთხვევა;
- აჭარა – 851;
- იმერეთი – 861;
- ქვემო ქართლი – 351;
- შიდა ქართლი – 538;
- გურია – 119;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 334;
- კახეთი -277;
- მცხეთა-მთიანეთი – 176;
- სამცხე-ჯავახეთი – 165;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 43.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 64 625, საიდანაც:
4 342 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 858, აჭარაში – 612, იმერეთში – 795.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 992 პირი, მათ შორის, თბილისში – 419, აჭარაში – 131, იმერეთში – 249. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 286 პირი, მათგან თბილისში – 157, აჭარაში – 50, იმერეთში – 20.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.