კომპანია „სტრადა მოტორსი“, რომელიც აერთიანებს ისეთ მსოფლიო ავტო ბრენდებს, როგორებიცაა FIAT, Jeep, Alfa-Romeo, Dodge, RAM, ახლა უკვე Chevrolet-ის ოფიციალური დილერი გახდა საქართველოში.
„სტრადა მოტორსი“ 2010 წელს შეიქმნა და წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ, სანდო და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებულ კომპანიად, რომელიც ყოველთვიურად 1000-მდე მომხმარებელს ემსახურება.
General Motors-თან მიღწეული ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში, საქართველოში შევროლეს პირველი ოფიციალური ცენტრი გაიხსნა. სივრცე თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, 188 ნომერში მდებარეობს.
„უცხოელ პარტნიორებთან მრავალწლიანი მოლაპარაკების შედეგად, ამიერიდან, ქართველ მომხმარებლებს მსოფლიოს ტოპ 10-ში შემავალი ბრენდის Chevrolet-ის ოფიციალური ცენტრი და ოფიციალური ავტოსერვისი მოემსახურება. შოურუმი ბრენდის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით დაპროექტდა და მოსულ სტუმრებს სასიამოვნო ატმოსფეროს, კომფორტულ გარემოს და შევროლეს ახალი მოდელების ხილვის საშუალებას სთავაზობს“, – აცხადებენ „სტრადა მოტორსში“.
ცენტრში წარმოდგენილია Chevrolet-ის სამოდელო რიგში ერთ-ერთი ყველაზე მაღალგაყიდვადი და პოპულარული კომპაქტური ზომის ქროსოვერი tracker, დახვეწილი სედანი Onix და ბიუჯეტური Cobalt.
„ვფიქრობთ, საქართველოს ბაზარზე Chevrolet-ი, ტიტულოვანი და პოპულარული მოდელებით, აუცილებლად მოწინავე ადგილს დაიკავებს გაყიდვებში, რადგან ბრენდი ყველაზე მოთხოვნადი სეგმენტების მოდელებს გვთავაზობს, ამასთან, მსოფლიო ავტომობილების გაყიდვების სტატისტიკაც პოზიტიურ პროგნოზს გვპირდება“, – აცხადებენ „სტრადა მოტორსში“.
დღეს Chevrolet მომხმარებელს მაღალტექნოლოგიურ, უსაფრთხო, ეკონომიურ მოდელებს ბიუჯეტურ ფასად სთავაზობს. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ თრეიდინის, განვადების ან ავტოლიზინგის სერვისებით, ასევე, ჩაეწერონ ტესტ დრაივზე და თავად გამოცადონ ამერიკული ბრენდის ემოცია, შეაფასონ მისი ეფექტურობა და კომფორტულობა.
კომპანია „სტრადა მოტორსი“, როგორც Chevrolet-ს ოფიციალური დილერი საქართველოში, მომხმარებლებს ახალ ავტომობილებთან ერთად მაღალკვალიფიციურ მომსახურებასაც სთავაზობს.
General Motors-ის ბრენდი Chevrolet, რომელიც ასევე ცნობილია როგორც Chevy, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტომწარმოებელი კომპანიაა მსოფლიო ბაზარზე, რომელიც 1911 წლის 3 ნოემბერს დაარსდა შვეიცარიელი ტიტულოვანი მრბოლელის ლუი შევროლეს და ამერიკელი ბიზნესმენის უილიამ ს. დიურანტის მიერ ქალაქ დეტროიტში. ბრენდი სლოგანით „Together let’s drive“ გიწვევთ აღმოჩენებისა და თავგადასავლების გზაზე სამოგზაუროდ.
(R)