LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში ცნობილი ბრიტანული ბრენდის Marks & Spencer-ის ტანსაცმელი შეიკერება

350
Store-front-1-MS-PP

საქართველოში მსოფლიოში ცნობილი ბრენდის „მარკს ენდ სპენსერის“ (Marks & Spencer) ტანსაცმელი შეიკერება.

სამოსს ქუთაისში არსებული სამკერვალო „იმერი“ შეკერავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

სააგენტო იმასაც აღნიშნავს, რომ „იმერმა“ „მარკს ენდ სპენსერის“ (Marks & Spencer) აუდიტი ცოტა ხნის წინ გაიარა და მისი ოფიციალური მიმწოდებელიც გახდა.

სამკერვალო კომპანია „იმერი“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ბენეფიციარია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g