LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში დარეჯან დადიანის ძვირფასი სამკაული დაბრუნდა – „მას ამშვენებს ვარდისფერი ალმასი, ლალი და დიდი ინდური ზურმუხტები…“

259
samkauli20111

საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ის წერს, საქართველომ ამ მძიმე დროებაში, პანდემიისას დაიბრუნა დარეჯან დადიანის კუთვნილი ულამაზესი სამკაული.

გთავაზობთ პოსტს:

„ძვირფასო მეგობრებო ამ მძიმე დროებაში, ამ ჟამიანობისა და პანდემიის ვითარებაში მინდა გაგიზიაროთ ერთი ძალიან ძვირფასი ნივთი! ნივთი, რომელიც საქართველოს კუთვნილება გახდა. თუმცა ამას ერთი წელი მოვანდომეთ, თანხას ვიხდით ეტაპობრივად, მის მოპოვებას კი ამ მძიმე დროს, როცა არც დამთვალიერებელია და საკუთარი შემოსავლები მინიმუმადე დავიდა, ძნელად ვახერხებდით. ნივთს ნამდვილად ვერ ვიყიდით რომ არა ცნობილი ქართველი ექიმი ბატონი ზაზა ჭანტურაია, რომლის ფინანსურმა თანადგომამ ეს ხელოვნების ნიმუში უცხოეთში გაყიდვას გადაარჩინა!

ახლა კი თავად ნივთზე: ეს გულსაკიდი (ერთი ვერსიით საყურე) საქართველოს დედოფალს დარეჯან დადიანს ეკუთვნოდა, რუსეთში გადასახლების წინ მას სამკაული მოუხსნია და თავისი ფრეილინასთვის სამშობლოში დაუტოვებია. სამკაული უნიკალურია, მას ამშვენებს ვარდისფერი ალმასი, ლალი და დიდი ინდური ზურმუხტები (თითო დაახლოებით 6 კარატი). ეს ზურმუხტები ჩვენი ვარაუდით მეფე ერეკლეს სალაროში პატარა კახის ინდოეთში ლაშქრობის შემდეგ უნდა მოხვედრილიყო, (თუმცა ეს ჯერ ვარაუდია). დანამდვილებით კი ის ვიცით, რომ ზურმუხტები რამდენიმე წლის წინ სოტბიზე გაყიდული მაჰარაჯების კუთვნილი ზურმუხტების იდენტურია! დანარჩენს იმედის დილის ეთერში, რუბრიკაში “ამბები ხელოვნების სასახლიდან” მოგიყვებით! აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და შესყიდვების ეროვნულ სააგენტოს თანადგომისათვის! ჩვენი ეროვნული საგანძური ჩვენი ყველას ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გამდიდრდა!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g