LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში დათვების თავშესაფარს საკვებით ყოველდღიურად მოამარაგებენ

244
88177443-2884970624893222-6646703907672162304-o

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ცხვარიჭამიაში მდებარე დათვების თავშესაფარს სხვადასხვა სახის დაზიანებულ საკვებ პროდუქტებს ჰიპრემარკეტიკარფურიყოველდღიურად მიაწვდის.

აღნიშნულის შესახებ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, დათვების თავშესაფრის დამფუძნებელმა, სოსო ჯიქურიშვილმა და ჰიპერმარკეტის „კარფური“ გენერალურმა მენეჯერმა, ქრისტოფ ორსემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი მიზნად ისახავს ბრაკონიერების, ასევე მოსახელობის ტყვეობიდან დახსნილი საქართველოს წითელ ნუსხაშიშეტანილი მურა დათვების დაცვას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

„მისასალმებელია, რომ ჰიპერმარკეტი „კარფური“ გამოეხმაურა ჩვენი სამინისტროს ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც დათვების თავშესაფარს ნარჩენ პროდუქტს სიმბოლურ ფასად მიაწვდის. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თავშესაფრის შექმნის ინიციატორს, სოსო ჯიქურაშვილს. ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს იმ მანკიერი პრაქტიკის დასრულებას, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანაში ხორციელდებოდა“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

როგორც ქრისტოფ ორსემ აღნიშნა, ჰიპერმარკეტიკარფურიმზადყოფნას გამოთქვამს ცხოველთა უფლებების დაცვის მიმართულებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წამოწყებულ ინიციატივას შეუერთდეს და ერთობლივი აქტივობებით, ხელი შეუწყოს თავშესაფარში მყოფი ტყვეობიდან დახსნილი დათვების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g