LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ძაღლები „დასაქმდებიან”

843
45628d9f9556f47a259a68efc2bfa2b8

ქვეყანაში შშმ პირების გამყოლი ძაღლის სერვისი დაინერგება. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება, პროექტი „ოთხფეხა თერაპევტი“ ამ ეტაპზე საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს და ის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, საწყის ეტაპზე ძაღლების მწვრთნელთა გადამზადება მოხდება. სპეციალურად ამ მიზნით, საქართველოში ჰონგ-კონგიდან ჩამოვიდა საერთაშორისო ორგანიზაციის „გიდი ძაღლების საერთაშორისო ფედერაციის“ ერთ-ერთი სპეციალისტი ჯულიანა მატესი.

საპილოტე რეჟიმში სპეციალურად შეძენილი ორი ლაბრადორრეტრივერი იწვრთნება.

აღსანიშნავია, რომ გზამკვლევი ძაღლები იქნებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის (კერძოდ, უსინათლოთათვის) გამცილებლები ქალაქში, ტრანსპორტში თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. დოგოთერაპია პოლონეთში ძალიან აქტუალურია და იმედია, მალე ის საქართველოშიც დაინერგება.

იხილეთ ვიდეორგოლი, თუ როგორ ეხმარება ძაღლი უცხოეთში უსინათლო ადამიანს გადაადგილებაში და არა მხოლოდ —>

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g