LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ფასდაკლებების და ინტერნეტ კომერციის ახალი ვებ-გვერდი Ecoupon.ge ამოქმედდა

78

საქართველოში ფასდაკლებების და ინტერნეტ კომერციის ახალი ვებ-გვერდი Ecoupon.ge ამოქმედდა. როგორც „ფორტუნას“ საიტის ვებ-გვერდის დამფუძნებელმა და დირექტორმა დავით მიროტაძემ განუცხადა, Ecoupon.ge გამოირჩევა თავისი სიმარტივით, დახვეწილი ინტერფეისით და სისწრაფით, სადაც დარეგისტრირება შესაძლებელია მხოლოდ ოთხი ველის შევსებით, ან Facebook ანგარიშის გამოყენებით.

„ჩვენი ვებ-გვერდი ირაკლი ჩარკვიანისადმი მიძღვნილი კონცერტის ბილეთებზე ექსკლუზიური შემოთავაზებით გაეცნო საზოგადოებას, საიტით კუპონების შეძენა ახალ სტანდარტებამდე ავიყვანეთ. ჩვენთან შეთავაზებების არჩევანი მრავლფეროვანია და უმეტესობა ექსკლუზიური პირობებით, ფასები გადამოწმებულია და მომხმარებელი დაზღვეულია კარგი სერვისის მიღების გარანტიით“, – განაცხადა მიროტაძემ.

ვებ-გვერდის IT მხარდაჭერაში, ადგილობრივ პროფესიონალ გუნდთან ერთად, ჩართულია ქართველი სტუდენტი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან (MIT). კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ მიზანს ქართულ რეალობაში ინტერნეტ-შოპინგის აქტიური დანერგვა წარმოადგენს.

„Ecoupon ბიზნესს სთავაზობს ურისკო მარკეტინგს და მზა პლატფორმას შეთავაზებების სარეკლამოდ და სარეალიზაციოდ. შედეგად, უკვე 200-ზე მეტი წამყვანი ქართული კომპანიაა ვებ-გვერდზე წარმოდგენილი. Ecoupon-ზე მოქმედებს მოქნილი და მარტივი ბონუს ქულების სისტემა: მომხმარებელს ყოველ შენაძენზე ერიცხება განსაზღვრული რაოდენობის ქულები, რომელთა გადაცვლაც ნებისმიერ დროს შეუძლია საჩუქარში. საჩუქარების კატალოგი განახლებადი და მრავალფეროვანია,“- განმარტავენ საიტის ადმინისტრაციაში.

როგორც დავით მიროტაძე ამბობს, საიტის მთავარი ფილოსოფიაა, რომ მომხმარებელმა თავი იგრძნოს დაფასებულად, მიიღოს მაქსიმალურად მომგებიანი შეთავაზებები და გააკეთოს საუკეთესო არჩევანი.

„ სწორედ ეს აქვს მიზნად დასახული გუნდის თითოეულ წევრს; საიტი და გუნდი მუშაობს ფაქტიურად 24 საათის განმავლობაში, მომხმარებლებს კი წინ უამრავი სიურპრიზი და სასიამოვნო სიახლე ელოდებათ,“- აღნიშნა მიროტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g