LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ფასების შეკავების მექანიზმი არა 7, არამედ 9 პროდუქტზე იმოქმედებს

186
canasta

საქართველოში ფასების შეკავების მექანიზმი არა 7, არამედ 9 პროდუქტზე იმოქმედებს და ამას სახელმიწფო ბიზნესსექტორთან შეთანხმებით უზრუნველყოფს. აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.

„პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოახსენეს ინფორმაცია თუ რა ვითარებაა სააკვებ მარაგებთან მიმართებით. როგორც აქამდე, ქვეყანაში საკმარისზე მეტია საკვები მარაგები და ამ თვალსაზრისით პრობლემა არ არსებობს. გუშინ, როგორც მოგეხსენებათ, მიღებული იყო გადაწყვეტილება, სადაც 7 ძირითად პროდუქტზე დაევალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიზნესთან ერთად კონსულტაციებით შეგვექნა ფასების შეკავების მექანიზმი. ეს მექანიზმი უკვე პრაქტიკულად არის შეთანხმებული როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე ბიზნესსექტორთან და ჩვენ ვსაუბრობთ არა 7 პროდუქტზე, არამედ უკვე 9 პროდუქტზე, რაც არის მნიშვნელოვანი და რაც არის იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ მშვიდად, რომ ამ თვალსაზრისით ფასების ზრდა არ იქნება,“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პრემიერის დავალება: 7 უმთავრეს პროდუქტზე ფასები არ გაიზრდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g