გიორგი გახარიას დავალებით, ქვეყანაში 7 უმთავრეს პროდუქტზე ფასების ზრდა არ მოხდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისი განმარტებით, პრემიერმა შესაბამისი დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისცა, რომელსაც აღნიშნულთან დაკავშირებით ბიზნესთან კონსულტაციები დაევალა.
„პრემიერ-მინისტრის მხრიდან იქნა გაცემული დავალება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყოს ბიზნესთან კონსულტაციები, რათა 7 უმთავრეს პროდუქტზე იქნეს შენარჩუნებული ფასები და ფასების მერყეობა მოქალაქეებზე არ იყოს ასახული“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
თავის მხრივ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განმარტა, რომ ეს ძირითადი პროდუქტებია: ბრინჯი, ფქვილი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, რძის ფხვნილი და მისგან წარმოებული პროდუქტები.