გიორგი აბაშიშვილი მუშაობას გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტში გააგრძელებს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
აბაშიშვილის თქმით, ის საქართველოში გაეროს ადგილობრივი კონსულტანტი იქნება. ახალ საქმიანობას აბაშიშვილი 2019 წლის 14 იანვრიდან დაიწყებს.