LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში გამოვლენილი 5 ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

127
amiran-gamkrelidze-w-h

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 5 ახალი შემთხვა იმპორტირებულია.  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა წყარო დადგენილია. ხუთივე პაციენტი იდენტიფიცირებულია კარანტინში, ნაწილი არის საქართველოს მოქალაქე, ნაწილს კი ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 986 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 857-ს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g