LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში იმპორტირებული მზესუმზირის ზეთის უდიდესი ნაწილი რუსულია

107
მზესუმზირის ზეთი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის 11 თვეში, ქვეყანაში 41 606 ტონა (ღირებულება 44.539 მლნ აშშ დოლარი) მზესუმზირის ზეთის იმპორტი განხორციელდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 36 966 ტონა (ღირებულება 39.893 მლნ აშშ დოლარი).

წელს იმპორტირებული მზესუმზირის ზეთის 87% რუსეთზე მოდის. აღნიშნული პროდუქტი. არცთუ უმნიშვნელო მოცულობით, საქართველოში ასევე შემოვიდა უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, უნგრეთიდან და თურქეთიდან.

საანგარიშო პერიოდში 1 ლიტრი რუსული ზეთის საშუალო საიმპორტო ფასი 1.03 დოლარი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g