LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში “ინდური შტამის” 52 შემთხვევაა დადასტურებული, 5 საეჭვო შემთხვევაზე კვლევა მიმდინარეობს: გაბუნია

60
თამარ გაბუნია

საქართველოში კორონავირუსის ე.წ. “ინდური” შტამის 52 შემთხვევაა დადასტურებული, 5 საეჭვო შემთხვევაზე კი კვლევა მიმდინარეობს.

ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ამ ეტაპზე მძიმე მიმდინარეობა არ არის, თუმცა არის რისკი, რომ უფრო მეტად გავრცელდეს, მისივე თქმით, გავრცელების მაჩვენებელი 10-დან 20%-მდე მერყეობს:

“ქვეყანაში ჯამურად დელტას, ე.წ. ინდური შტამის 52 შემთხვევაა დადასტურებული. 5 საეჭვო შემთხვევაზე კვლევა მიმდინარეობს.

ჯერჯერობით, რაიმე მძიმე მიმდინარეობა არ არის, თუმცა რისკია, რომ შესაძლოა, მეტად გავრცელდეს. შეფასებული მაჩვენებლით ეს 10-დან 20%-მდეა. განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს.” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.