LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ინვესტირება ბიტკოინის ფასის გათვალისწინებით შესაძლებელი გახდა

94

გალტ & თაგარტის განცხადებით, პირველად საქართველოში G&T Trader-ი ქართველ მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, განახორციელოს ინვესტირება, ბიტკოინის ფასზე მიბმულ საინვესტიციო ინსტრუმენტებში.

“ბიტკოინის მიმართ გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანია გალტ & თაგარტმა საკუთარ ონლაინ სავაჭრო პლატფორმა G&T Trader-ში დაამატა ორი ახალი საინვესტიციო ინსტრუმენტი: Bitcoin Tracker One და Bitcoin Tracker EURO, რომლებიც წარმოადგენენ ბიტკოინის ფასზე  დაშენებულ საინვესტიციო ინსტუმენტებს, შესაბამისად, მათი ფასები სრულად დაყვებიან და ასახავენ ბიტკოინის ფასის ცვალებადობას. აღნიშნული საინვესტიციო ინსტრუმენტები მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირება განახორციელოს ბიტკოინის ფასის გათვალისწინებით და გახსნას შესაბამისი პოზიციები”, – აღნიშნეს გალტ & თაგარტში. 

მათივე ინფორმაციით, Bitcoin Tracker One დენომინირებულია შვედურ კრონაში, ხოლო Bitcoin Tracker EURO – ევროს ვალუტაში. ორივე ინსტრუმენტის პროვაიდერი არის XBT Provider AB და ივაჭრებიან Nasdaq OMX -ის საფონდო ბირჟაზე.

მომხმარებელს, GT Trader-ის პლატფორმაში ინსტრუმენტების სანახავად, შეუძლია აკრიფოს სიტყვა „Bitcoin” – ძიების ველში. აღსანიშნავია, რომ ინსტრუმენტების ფასების სანახავად საჭიროა Nasdaq OMX-ის საფონდო ბირჟის გამოწერა შემდეგი გზით: Account > Subscriptions > Stock Exchanges>Nasdaq OMX .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g