ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც ჯანმო მთავრობას ფასების, მათ შორის მედიკამენტების ფასების უფრო მკაცრი რეგულებისკენ მოუწოდებს.
ამავე ანგარიშის თანახმად, ჯანმო აღნიშნავს, რომ საქართველო ჯანმრთელობის საყოველთაო ხელმისაწვდომობისკენ მიმავალ გზაზე დგას, თუმცა მათივე თქმით, ჯანდაცვაში ხარვეზები კვლავ რჩება.
“ჯანმრთელობაზე ჯიბიდან კატასტროფული დანახარჯები უკიდურესად აწვება უღარიბეს ოჯახებს. 2018 წელს, მედიკამენტების წილმა უღატაკეს ოჯახებში ჯიბიდან გადახდის 90% შეადგინა, ყველაზე შეძლებულ ოჯახებში კი – 24%“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ჯანმო საქართველოს მთავრობას რეკომენდაციას უწევს, გააფართოვოს ამბულატორიული მედიკამენტების, იმ წამლების პროგრამა, რომელიც დანიშნულებითაა გამოწერილი.