საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში ხინკლის სარესტორნე ფასმა წლიურ ჭრილში 13.5%-ით მოიმატა. გაძვირება მისი ინგრედიენტების ფასის მატებას უკავშირდება, კერძოდ, წლიურ ჭრილში ძროხის ხორცის ფასი 13.9%-ით გაიზარდა, ღორის ხორცი კი მცირედით, 0.3%-ით შემცირდა. მწვანილის ფასი 5.2%-ითაა გაზრდილი, ფქვილი – 5.5%-ით, ხახვი კი 17.4%-ით შემცირდა.