2018 წლის მეორე კვარტალში, საქართველოში ხორცის წარმოებამ 14.0 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2017 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.0%-ით ნაკლებია – ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამავე პერიოდში, რძის წარმოებამ 183.4 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.2 %-ით ნაკლებია.
სამსახურის ცნობით, რძისა და ხორცისგან განსხვავებით, შედარებით გაზრდილია კვერცხის წარმოება: საანგარიშო პერიოდში წარმოებულია 156.5 მილიონი ცალი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.1 პროცენტით აღემატება.