LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კიდევ ერთი მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია გაიხსნება, სადაც კოვიდ 19“-ის ანალიზები ჩატარდება

156
ჰჰ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს, მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია შეემატა.

მოლეკულურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია ისარგებლებს, როგორც სესხის თანადაფინანსების კომპონენტით, ამასთანავე, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმითაც. კერძოდ, პირველი 3 წლის განმავლობაში, სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს და ასევე, სესხის ძირი თანხის 90%-ის გარანტორი სახელმწიფო იქნება. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური თანხა 715 000 ლარს შეადგენს.

ლაბორატორია „პრაიმლაბი“ 6 თვეში ამოქმედდება, წლიურად 140 000-ზე მეტ ანალიზის ჩატარებას შეძლებს, ყველა განხრით, თუმცა პანდემიის ვითარებიდან გამომდინარე უპირატესობა მიენიჭება „კოვიდ 19“-ის პისიარ ტესტებს. კომპანია ამოქმედების პირველ ეტაპზე 17 ადამიანს დაასაქმებს, ხოლო სამომავლოდ, საერთაშორისო პროექტებში ჩართვას და დასაქმებულთა რიცხვის გაზრდას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები