2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებული ხარჯები 310 მლნ ლარითაა შემცირებული. მომდევნო წლისთვის, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, COVID 19-ის მართვასთან (სამედიცინო დაწესებულებების მობილიზება, მკურნალობის ხარჯები, ტესტირება და კვლევები, ვაქცინაცია და სხვა) დაკავშირებით ბიუჯეტი 500.0 მლნ ლარითაა განსაზღვრული.
შესაბამისად, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 276.6 მლნ ლარით შემცირებულია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის განსაზღვრული დაფინანსება და 1 733.9 მლნ ლარს შეადგენს.
ბიუჯეტის განმარტებითი ბარათში წერია, რომ აღნიშნული შემცირება დაკავშირებულია COVID 19-ის პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების საპროგნოზო მოცულობების შემცირებით.