ქვეყანაში კვლავ რჩება ორი ცხელი წერტილი, სადაც კორონავირუსის გავრცელების მხრივ ყველაზე რთული სიტუაციაა. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა თქვა, აქედან ერთი – ე. წ. საბურთალოს კლასტერი, მეორე კი ქვემო ქართლის რეგიონია.
ამირან გამყრელიძის თქმით, საბურთალოს კლასტერი კონტროლს სრულად ექვემდებარება.
"არ შევწუხდეთ და ვატაროთ ნიღბები" - პაატა იმნაძის კიდევ ერთი გაფრთხილება
"წინასწარ ვერ გავიგებთ, ვინ არის ავად და ვინ - არა"
“ორი ცხელი წერტილი გვაქვს ამჟამად ქვეყანაში. ერთი არის ქვემო ქართლის რეგიონი, სადაც 3 მუნიციპალიტეტში ჩვენ გვქონდა სერიოზული გავრცელება კოვიდინფექციის. ეს გახლდათ მარნეული, ბოლნისი და თეთრიწყარო. ამ სამ მუნიციპალიტეტზე მოდის მთელ ქვეყანაში დადასტურებულ შემთხვევათა 36%, აქედან ყველაზე მეტი – 185 შემთხვევა გვაქვს ბოლნისში, 43 მარნეულში და 43 თეთრიწყაროში.
თეთრიწყაროში ბოლო შემთხვევის შემდგომ გავიდა 2 კვირა – ანუ ერთი ინკუბაციური პერიოდი. ვიმსჯელეთ და საჭიროდ ჩაითვალა, რომ შეიძლებოდა უკვე შემზღუდავი ღონისძიებები მოხსნილიყო, შესაბამისი რეკომენდაციებით, რა თქმა უნდა”, – ამბობს გამყრელიძე.