საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 924 შემთხვევაა დადასტურებული.
ვირუსს ქვეყანაში სულ 15 ადამიანი ემსხვერპლა.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
შეიცვალა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. გაეწერა კიდევ ოთხი პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 785-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 2819 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 230.