LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა განსათავსებლად მობილიზებული 6 000 საწოლიდან 5 200 დაკავებულია

77
1617354576-university-clinic-002

“დღეისათვის ინფიცირებულთა განსათავსებლად სულ მობილიზებულია 6 000 საწოლი, საიდანაც 5 200 დაკავებულია. ეს მონაცემები აჩვენებს, რომ დატვირთვის მაჩვენებელი მაღალია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მოკლე დროში საწოლფონდს 1 500 საწოლი დაემატება.

რას უკავშირდება ყოველდღიურად ამდენი გარდაცვალება, ეს ინდივიდუალურ ანალიზს საჭიროებს და კლინიცისტები ამ მიმართულებით მუშაობენ: თამარ გაბუნია

„სულ მობილიზებულია 6 000 საწოლი და აქედან 5 200 დაკავებულია, ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ მაღალია დღეს დატვირთვის მაჩვენებელი. 6 000-დან 216 არის რეანიმაციულ განყოფილებაში. მობილიზაცია გრძელდება ყოველდღიურად. ამ კვირაში ჩვენ გვაქვს უკვე კონკრეტული სქემა, რომელ დღეს ჩაერთვება დამატებითი საწოლფონდი, რადგან ამის საჭიროება ჩანს, რომ იქნება. სასტუმროები ასევე დაგვეხმარება და იგეგმება, რომ მოკლე დროში დაემატოს სულ მცირე 1500 საწოლი.

არის მსუბუქი შემთხვევები ბავშვებში და ასეთ დროს მისი ჰოსპიტალიზაციაც სერიოზული დისკომფორტის გამომწვევია როგორც ოჯახისთვის, ასევე ბავშვისთვის. ამდენად ბავშვებისთვისაც შეიქმნება სასტუმროებში შესაფერისი გარემო, რომ ექიმის მეთვალყურეობით თავიანთი მკურნალობის კურსი იქ დაასრულონ“, – განაცხადა თამარ გაბუნია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g