LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა

164
covid-web--7-thumb-large

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Stopcov.ge ავრცელებს.

3 პაციენტიდან ორი აჭარაში, ერთი კი თბილისში მკურნალობდა.

გარდაცვლილთაგან ორი 65 და 70 წლის მამაკაცები, ერთი კი 57 წლის ქალია.

სამივე მათგანს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა

 

ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსით უკვე 31 ადამიანია დაღუპული.

ბოლო მონაცემებით, 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 148 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ჯამში ამ დროისთვის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული. კორონავირუსი 2 054-მა პაციენტმა დაამარცხა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g