საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი დაიღუპა.
“ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 343 პირი ემსხვერპლა.”- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 535 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
