LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კვების ობიექტები უფასო კვებას სთავაზობენ უკრაინელ სტუმრებს: „საოცარი სოლიდარობის ტალღა აგორდა“

184
untitled-design-3

„საოცარი სოლიდარობის ტალღა აგორდა დახმარების გამცემთა მესიჯების დაკოპირებას და ბაზაში ჩასმას ვერ ვასწრებ“, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ირაკლი კუპრაძე ავრცელებს. მისი თქმით, განსაკუთრებულად ბათუმი, თბილისი და ზუგდიდია აქტიური.

„20-მდე სასტუმრო შემოუერთდა კამპანიას, რომ უსაფრთხო საცხოვრებელი შესთავაზონ ფრენების გარეშე, უფულოდ ჩარჩენილ უკრაინელ მოქალაქეებს.  ამ წამს, 26 ადამიანი ერთდროულად დაბინავდა, ლევან ყარალაშვილის დახმარებით. ასობით მოქალაქეა მზად, უმასპინძლოს გასაჭირში ჩავარდნილ მეზობელს. კვების ობიექტები უფასო კვებას სთავაზობენ სტუმრებს. მართლა ცრემლიანი თვალებით ვუყურებ წერილებს და ამ სევდიან ისტორიას“, – წერს ირაკლი კუპრაძე.

მან დღეს დილით საქართველოში არსებულ ბიზნესს და სასტუმრო ჯგუფებს მიმართა. „საქართველოში არსებულ ბიზნესს და სასტუმრო ჯგუფებს მივმართავ, გამოიჩინეთ უმაღლესი პასუხისმგებლობა და გადაარჩინეთ ქვეყნის ღირსება, შესთავაზეთ დროებითი თავშესაფარი ქალებს-ბავშვებს უკრაინიდან, სანამ ომი იქნება მათი სიცოცხლისთვის საფრთხე. დღეს ქვეყნის ღირსების შენარჩუნება ისევ ჩვენვე უნდა შევძლოთ და ჩვენი ხმა ისმოდეს“, – აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

შეგახსენებთ, რუსეთმა დღეს, 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. დაიწყო ქალაქების დაბომბვა, მათ შორის, კიევისა და ხარკოვის მიმდებარედ. ქვეყანაში გამოცხადებულია საომარი ვითარება. საჰაერო სივრცე რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებში დაკეტილია. ადგილობრივების ნაწილი ცდილობს, დატოვოს დიდი ქალაქები. ნაწილმა კი თავი შეაფარა, მათ შორის, მეტროსადგურებს.

„ახლა ყველა უკრაინელები უნდა გავხდეთ“ – საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელ ტურისტებს ქართული სასტუმროების ნაწილი უსასყიდულოდ უმასპინძლებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები