LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მარგალიტების პირველი ფერმა მოეწყო

697
142503916-131093245500906-1710944729304245502-o

საქართველოში მარგალიტების პირველი ფერმა გამოჩნდა. The Pearl Club ქართული სტარტაპია, რომელიც მარგალიტის კულტივირებით არის დაკავებული, რისთვისაც სტარტაპმა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ექსპერიმენტული ფერმა მოაწყო.

მარგალიტების ფერმაზე და ბრენდის სამომავლო გეგმებზე „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში The Pearl Club-ის დამფუძნებლებმა, ანა ბარათაშვილმა და მარიამ გოგიაშვილმა ისაუბრეს.

„საქართველოში მარგალიტების წარმოების იდეა ერთი წლის წინ, ტაილანდში მოგზაურობისას გაჩნდა, სადაც ე.წ. მარგალიტების კუნძულზე აღმოვჩნდი. დამაინტერესა მარგალიტების მოყვანის პროცესმა და გადავწყვიტე, უკეთესად გავცნობოდი ამ საქმეს. თბილისში დავბრუნდი რამდენიმე ნიმუშით, ტაილანდელი ტექნოლოგების რჩევებით და შევუდექით თბილისის ზღვაზე ფერმის აშენებას, რომელიც ამ ეტაპზე არის ექსპერიმენტული“, – აღნიშნას მარიამ გოგიაშვილი. მისი თქმით, ხარისხიანი მარგალიტის მიღება მოითხოვს დიდ შრომას და ენერგიას, მის ჩამოყალიბებას დაახლოებით 2-7 წლამდე დრო სჭირდება.

„ჩვენი მიზანი ქართული მარგალიტის წარმოებაა,“ – ამბობენ სტარტაპის დამფუძნებლები.

აღსანიშნავია, რომ ბრენდ The Pearl Club-ის სამკაულები ამ ეტაპზე, ინდონეზიიდან და იაპონიიდან იმპორტირებული მარგალიტებით კეთდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g