LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია იწყება

78
ვაქცინა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში „სინოფარმის“ ვაქცინით დაიწყება, რასაც რამდენიმე დღეში „სინოვაკით“ ვაქცინაცია დაემატება.

როგორც გამყრელიძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „სინოფარმზე“ რეგისტრაცია“ 3 ივლისიდან დაიწყება.

“ორშაბათს, დილისთვის ყველა მუნიციპალიტეტს და ყველა ამცრელ დაწესებულებას ექნება ვაქცინების შესაბამისი დოზები. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს დისტრიბუცია მოხდება ცენტრალური, დაავადებათა კონტროლის ცენტრის საწყობიდან. კვირას, დღის მეორე ნახევარში, დღის ბოლომდე ყველა ამცრელი დაწესებულება მზად იქნება, რომ დაიწყოს აცრები” – განაცხადა გამყრელიძემ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g