LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მძღოლების შრომითი უფლებების მდგომარეობა მძიმეა

93

მძღოლების შრომითი უფლებები სისტემატურად ირღვევა, ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელიც საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ ჩაატარა.

საქართველოს შრომის კოდექსში ნათქვამია, რომ მძღოლების ყოველკვირეული სამუშაო დრო 48 საათს არ უნდა აღემატებოდეს,  სამუშაო დღეებს შორის დასვენების ხანგრძლივობა 12 საათზე ნაკლები არ უნდა იყოს; ამასთან,  დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი უზრუნველყოს. აღნიშნული პუნტქები დამსაქმებელმა აუცილებლად უნდა დაიცვას, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ჩატარებული კვლევა საპირისპიროს ადასტურებს.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი, დავით მესხიშვილი, მძღოლების მიმართ გამოვლენილ დარღვევებსა და პრობლემებზე საუბრობს.

მისი თქმით, მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლებს არანორმირებული სამუშაო გრაფიკი აქვთ. დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს კი მძღოლები, ძირითადად იცნობენ, მაგრამ გარკვეულ სიტუაციებში არ იციან, ვის მიმართონ საკუთარი უფლებების დასაცავად.

ხშირად, მგზავრები მძღოლებს მართვის მოწმობის შეუსაბამო კატეგორიით გადაჰყავთ.

რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, მათი ტრანსპორტი ტექნიკურ დათვალიერებას არ გადის, რადგანაც კანონი არ ავალდებულებს.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია შსს-ს მოუწოდებს, შეუსაბამო მართვის მოწმობების მქონე მძღოლების მიმართ სამართლებრივი ღონისძიებები გაატაროს, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს სადგურებზე სტანდარტების რეგულირებისკენ მოუწოდებს.

”მძღოლთა შრომითი უფლებების” პროექტი ფრიდრიხ ებერტის ფონდის დაკვეთით განხორციელდა. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში აცხადებენ, რომ აღნიშული კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა და მას ანალოგი არ აქვს.

ავტორი ხატია ქირია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g