საქართველოში ცოტა ხნის წინ 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. როგორც ცნობილი გახდა, ეპიცენტრი ქალაქ ამბროლაურის აღმოსავლეთით, სოფელი ზემო სხვავთან იყო.
ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ონში 22 ივლისსაც დაფიქსირდა.