LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მსესხებლების 11,6% კრედიტს ვერ იხდის – კრედიტინფო

139
სესხი 1

“კრედიტინფოს” 2023 წლის იანვრის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში მსესხებლების 11,6% კრედიტს ვერ იხდის. 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 224 016 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 451 168 -ს შეადგენს.

იანვრის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 929 349 ადამიანს აქვს, ჯამში 39 863 664 829 ლარის მოცულობის.

“კრედიტინფოს” ინფორმაციით, მსესხებლების 84,2% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, იანვრის მდგომარეობით, ბანკებიდან 36 365 809 440 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 624 572 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 8%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 130 457-ია.

2022 წელს ქართულ ბანკებში ანგარიში რუსეთის 109 949-მა მოქალაქემ გახსნა

2022 წელს ქართულ კომერციულ ბანკებში რუსეთის ფედერაციის რეზიდენტმა 109 949-მა ფიზიკურმა პირმა, ხოლო 6-მა იურიდიულმა პირმა გახსნა ანგარიში.

ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 739 978 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3 018 978 151 ლარს შეადგენს. ვადაგადაცილება კი ამ საფინანსო ინსტიტუტების 126 020 მსესხებელს უფიქსირდება.

კიდევ 22 466 ადამიანს კი, ჯამში 478 877 238 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ ვადაგადაცილება 3 899 ადამიანს უფიქსირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g