LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი თავს სოციალური დახმარებით ირჩენს

81
197366169-993411484798248-6430651350015163840-n

COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგად, საქართველოში ბოლო 1 წლის განმავლობაში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მაისის თვის მონაცემებით, ქვეყანაში მცხოვრები 153 394 ოჯახი თავს სოციალური დახმარებით ირჩენს. რაც შეეხება რაოდენობას ერთ სულზე – საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვმა 551 638 ადამიანს მიაღწია, რაც ქვეყნის მოსახლეობის 14,8%-ია.

შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ასე გადანაწილდა:

0-18 წლის მოსახლეობა — 36%;

19-40 წლის მოსახლეობა — 27%;

41-65 წლის მოსახლეობა — 25%;

66 და მეტი წლის მოსახლეობა — 12%;

აღსანიშნავია, რომ მაისში საარსებო შემწეობის მიმღებთათვის 30 567 842 ლარი გადაირიცხა, ეს მონაცემი გასული წლის შესაბამის პერიოდში გაცემულ დახმარებაზე 2 652 326 ლარით მეტია.

ოფიციალური სტატისტიკა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g