LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი იზრდება

129
gasolina

საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი იზრდება – ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც  ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

“2019 წლის აპრილის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,6 ათასი ტონა, რაც ფაქტიურად მარტის თვის მაჩვენებლის ანალოგიურია. ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის აპრილში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 0,32 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 20%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი – 0,26 ათასი ტონა (16,2%), თურქეთი – 0,25 ათასი ტონა (15,6%), გერმანია – 0,16 ათასი ტონა (10,0%) და სხვ.

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში, საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 5,8 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2019 წლის აპრილის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 9,2 ათასი ტონა, რაც 1,1 ათასი ტონით აღემატება მარტის თვის მაჩვენებელს. ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის აპრილში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ეგვიპტიდან – 3,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 41,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი – 3 ათასი ტონა (32,6%) და თურქმენეთი – 2,4 ათასი ტონა (26,1 %). მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში, საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 30,9 ათასი ტონა, რაც 6,9 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (24,0 ათასი ტონა).
2019 წლის აპრილის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 10,8 ათასი ტონა, რაც 2,9 ათასი ტონით აღემატება მარტის თვის მაჩვენებალს. აქედან მთელი იმპორტი მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში, სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 30,0 ათასი ტონა, რაც 15,3 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
2019 წლის აპრილის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 1,2 ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით ნაკლებია მარტის თვის მაჩვენებელთან შედარებით. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 3,9 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (3,6 ათასი ტონა).
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g