LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ნაყიდ დოლარს რუსები შავ ბაზარზე ყიდიან – მოსაზრება

133
უსათაურო დიზაინი (4)

რუსეთის მოქალაქეები, დოლარის დეფიციტის გამო, საქართველოს რუბლის გადასაკონვერტირებლად იყენებენ, – ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის მკვლევარმა, ნიკა ბაქრაძემ, “ბიზნეს ფორმულასთან” განაცხადა.

მისი თქმით, სანქცირებული რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების ზრდა ერთის მხრივ, საქართველოში ჩამოსული რუსი მიგრანტების ხარჯზე ხდება. მეორე მხრივ, რუსეთში მცხოვრები ქართველები, რომლებმაც გარკვეული კაპიტალი დააგროვეს, თანხებს სამშობლოში გზავნიან.

„გარკვეული წყაროებიდან გამოვლინდა, რომ რუსეთის მოქალაქეები თავად აგზავნიან საქართველოში რუბლს, რომელსაც შემდგომ დოლარში აკონვერტირებენ და ნაღდი ფულის სახით გააქვთ უკან, რუსეთის ბაზარზე. ხოლო რადგან რუსეთში დოლარზე წვდომა შეზღუდულია, მას კურსთან შედარებით, ბევრად უფრო ძვირად ყიდიან,“- განაცხადა ნიკა ბაქრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g