LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ოპერირებას იტალიური მენეჯმენტის მოდელზე დაფუძნებული Opera Management იწყებს

505
ff

ქართულ ბაზარზე იტალიური მენეჯმენტის მოდელზე დაფუძნებული კომპანია Opera Management-ი იწყებს ოპერირებას.

აღსანიშნავია, რომ Opera Management- ძირითადი მიმართულებები არის ფართომასშტაბიანი, კორპორატიული და პერსონალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება. იტალიური მენეჯმენტის მოდელზე დაფუძნებული Opera Management-ის პროექტების სპექტრი ფართოა და  მოიცავს საშუალო და მსხვილი კომპანიებისათვის სხვადასხვა ტიპის სამენეჯმენტო მომსახურებას.

„ჩვენი კომპანია 26 წელს ითვლის, თუმცა რებრენდინგის შემდეგ ქართულ ბაზარზე Opera Management- ის სახელით ახლა დაიწყო მუშაობა. კომპანიის მთავარი მოტივაციაა, შექმნას განსხვავებული გამოცდილება თითოეული დამკვეთისათვის საქართველოსა, თუ მის საზღვრებს გარეთ. მაღალი სტანდარტის სერვისს, პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა კომპონენტის სრული დაცვა ქმნის; ხოლო საერთაშორისო ბრენდებთან ურთიერთობამ -კომპანია კარგი რეპუტაციითა და სანდოობით დააჯილდოვა“, – აცხადებს ანი ანდრონიკაშვილი, კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.

მათივე ინფორმაციით, Opera Management-ი ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებელს ერთდროულად რამდენიმე საინტერესო და მასშტაბურ ღონისძიებას სთავაზობს მაღალი კლასის სასტუმროებში. კერძოდ, თბილისის ორ ლოკაციაზე, Radisson Blu Iveria Hotel-სა და Sheraton Grand Metechi Tbilisi Palace- ში, ასევე წინანდალში, Radisson Collection Hotel-ში.

სხვა საახალწლო პროექტებისგან განსხვავებით, Opera Management-ი ქმნის გამორჩეულ, ფერად, ტრადიციულ, თანამედროვე და ელეგანტური საღამოს მიქსს, სხვადასხვა გემოვნების ადამიანებისათვის.

Radisson Blu Iveria Hotel Tbilisi-ში ახალი წლის ღამეს სტუმრების ჯადოსნურ საახალწლო განწყობაზე დათუნა სირბილაძე და ანსამბლი შვიდკაცა იზრუნებენ. Sheraton Grand Metechi Tbilisi Palace-ში ლელა წურწუმია და ზუკა ხუციშვილი ბენდთან ერთად წარსდგებიან მსმენელის წინაშე, ხოლო სასტუმრო „რადისონ ქოლექშენ წინანდალის მამულში“ სტეფანესთან ერთად შევხვდებით 2020 წელს.  რაც შეეხება საღამოს წამყანებს, ისინი ყველასათვის საყვარელი სახეები იქნებიან, რომლებიც სტუმრებს ბევრ  საახალწლო საჩუქარსა და დაუვიწყარ საღამოს ჰპირდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები