LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა

108
ინვესტიციები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის პირველ კვარტალში 179.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 7.7%-ით ნაკლებია. კლება განპირობებულია სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით.

საანგარიშო პერიოდში, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები იყო: ჩეხეთი (43 მლნ აშშ დოლარი), აშშ (39.6 მლნ აშშ დოლარი) და თურქეთი (28.1 მლნ აშშ დოლარი).

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 70.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი – 52.3 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზეა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი – 27.5 მლნ აშშ დოლარით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g