LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პირველი ვენჩურული ფონდი ამერიკის კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოყალიბდება

220
ლევან დავითაშვილი2 (1)

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში პირველი ვენჩურული საინვესტიციო ფონდი ჩამოყალიბდება, რომელშიც კერძო სექტორთან ერთად, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) სახით, სახელმწიფოც იქნება წარმოდგენილი.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ფონდს 500 Startups აფუძნებს და ის ფუნქციონირებას 2023 წლიდან დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ ფონდი ამერიკის კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოყალიბდება.

ლევან დავითაშვილის თქმით, „500 Georgia, L.P ვენჩურულ საინვესტიციო ფონდი“ 20 მლნ აშშ დოლარიანი ფონდია.

დავითაშვილის თქმით, საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება და "ის პოლიტიკური მონაწილეობისგან დამოუკიდებელი იქნება"

საპარტნიორო ფონდს ეცვლება სახელიც და მას საქართველოს განვითარების ფონდი დაერქმევა.

„მთავრობის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანხმობა მიეცა და ის ახალ კომპანიაში მიიღებს მონაწილეობას. ეს არის პირველი ვენჩურული, საინვესტიციო ფონდი, სადაც სახელმწიფო შევა.

მსგავსი გეგმა სხვა ამერიკულ ფონდთან დაკავშირებით გვქონდა, მაგრამ საბოლოოდ ეს გადაწყდა. ფონდს კომპანია 500 Startups აფუძნებს, რომელიც საქართველოში წლებია წარმატებით საქმიანობს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი აქსელერატორი ინოვაციური და ტექნოლოგიური სექტორის მიმართულებით, რომელიც ჩვენს სააგენტოსთან წარმატებით მუშაობს.

ფონდი ამერიკის კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოყალიბდება. ასევე, მას ამერიკის ფასიანი ქაღალდების კომისიის რეგულირების და კონტროლის ვალდებულება გააჩნია. ამაში მონაწილეობას სხვა კერძო ინვესტორებთან ერთად მივიღებთ.

თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავდივართ, როდესაც სტარტაპ ეკოსისტემას ფინანსური მხარდაჭერის ახალი, უფრო მეტად გამართული ინსტიტუციური საშუალება უჩნდება“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მინისტრის თქმით, 500 Startups-თან ერთად, სახელმწიფოს პარტნიორი იქნება საქართველოს ბანკი და კიდევ რამდენიმე კერძო ინვესტორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g