LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პროფესიული განათლებისთვის ევროკავშირმა 7 მილიონი ევრო გამოყო

88
download (1)

საქართველოში პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის განვითარებისთვის  ევროკავშირი 7 მილიონი ევროს ბიუჯეტის 9 ახალ პროექტს იწყებს. პროექტები მოიცავს როგორც ფორმალური, ასევე, არაფორმალური განათლების  მოდულებს. ფორმალური განათლების კომპონენტი გათვალისწინებულია იმ აკრედიტირებულ სასწავლებლებში, რომლის სწავლის ხანგრძლივობაც 1-დან 3 წლამდე გრძელდება და გაიცემა შესაბამისი დიპლომი. ხოლო, არაფორმალური განათლების კომპონენტი ტრენინგებსა და მოკლე ვადიან კურსებს მოიცავს.

ევროკავშირის მიერ 7 მილიონით ის 9 ახალი პროექტი დაფინანსდა, რომელიც მიმართული იქნება ადამიანთა მიერ პროფესიული განათლებისა და მეწარმეობაში მიღებული ცოდნის უზრუნველსაყოფად , რომელიც უპასუხებს შრომის ბაზრის მოთხოვნებს და ეს უწყვეტი განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტზე “განათლება დასაქმებისთვის“ პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნა ონლაინ ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართა პროფესიული განათლების კვირეულის ეგიდით. გრანტები გაიცა კერძო და საჯარო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, განსაკუთრებით რეგიონებში დასაქმების შესაძლებლობების გასაზრდელად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილემ კატალინ გერმანმა განაცხადა: მოხარული ვართ, რომ ევროკავშირის „განათლება დასაქმებისთვის“ ხუთწლიანი პროგრამის მეორე ფაზის ფარგლებში საქართველოში ახალ საგრანტო პროექტებს ვიწყებთ. COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ძალისხმევას, გააუმჯობესოს მისი მოქალაქეების პროფესიული უნარები, გააძლიეროს სამეწარმეო კომპეტენციები და განახორციელოს შრომისა და დასაქმების სტრატეგიების ამჟამინდელ საჭიროებებთან ადაპტირება. გვჯერა, რომ ამ ახალი პროექტებით თბილისსა და საქართველოს რეგიონებში შევძლებთ ქალების, კაცების, ახალგაზრდების და მოწყვლადი ადამიანების დასაქმების გაუმჯობესებას“.

 

ასეთ რთულ დროს, როდესაც კორონა ვირუსი ცდის საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის შესაძლებლობებს და ჩვენ ვცდილობთ, პროფესიული განათლების მართვისა და პრაქტიკების ინოვაციური მიდგომების დანერგვას, უდიდეს მხარდაჭერას გვიცხადებს ჩვენი დიდი ხნის პარტნიორი, ევროკავშირი. ევროპა წარმოადგენს პროფესიულ განათლებაში მაგალითებისა და საუკეთესო პრაქტიკის ინსპირაციის წყაროს და ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა შეუფასებელია, მაშინ, როდესაც ჩვენ ვცდილობთ ჩვენი სისტემის მოდერნიზებას საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით,“ აღნიშნა თამარ ქიტიაშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ.

„უნარები დასაქმებისთვის“ პროგრამის მე-2 ფაზა  2018 წელს დაიწყო. პროგრამის მიზანია ქალების, მამაკაცების, ახალგაზრდებისა და სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების გაუმჯობესება თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. პროგრამა ხორციელდება დახმარების ღონისძიებების პაკეტის საშუალებით. მისი მთლიანი ბიუჯეტი 48,85 მლნ ევროს  შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g