LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართველებს ინფორმაციულ ვაკუუმში ვერ ამყოფებთ, ქვეყანა ჩალით არაა დაფარული – ევროკავშირში ცხოვრება ნიშნავს თავისუფლებას, შესანიშნავი კანონების მორჩილებას, განვითარებას მაღალ სტანდარტებს!“ – რას წერს აფხაზეთიდან დევნილი გერმანიაში მცხოვრები ექიმი

546
ლაშა გამისონია

აფხაზეთიდან დევნილი, გერმანიაში მომუშავე აპრობირებული ქირურგი, ლაშა გამისონია სოციალურ ქსელში ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრების უპირატესობასა და მნიშვნელობაზე პოსტს აქვეყნებს და წერს, თავს მოვალედ მიიჩნევს, ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ხმა აიმაღლოს, ქართულ საზოგადოებას კი ევროპაში ცხოვრების რეალური სურათი აჩვენოს.

„თავს მოვალედ ვთვლი რადგან ევროკავშირის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანაში ვცხოვრობ და ვსაქმიანობ ამ საძაგელი, მარაზმული „ღრუზინული“, ავი, ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ხმა ამოვიღო!

ევროკავშირში ცხოვრება ნიშნავს თავისუფლებას, უსაფრთხოებას, ნათელ მომავალს შენთვის და შენი შთამომავლობისთვის, სტაბილურობას, დაცულობას, შესანიშნავი კანონების მორჩილებას, განვითარებას, მაღალ სტანდარტებს!

მეტი დამაჯერებლობისთვის რამდენიმე მაგალითი მინდა მოგიტანოთ, ვეცდები როცა დრო მექნება დროდადრო დავწერო ხოლმე აქაურ ურიცხვ სიკეთეებზე!

იგივეს მოვუწოდებ ჩემს ევროპაში მცხოვრებ მეგობრებს! ჩემთვის სუბიექტურად ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი მაგალითი.

1. ჩვენი პატარა ქრისტინე როდესაც დაიბადა, საკმაოდ რთული ინფექცია შეეჭრა, მძიმედ იყო ავად, რეანიმაციულ განყოფილებაშიც კი მოუწია მკურნალობამ. ჩვენ ვმკურნალობდით ჩვენი მხარის საუკეთესო საუნივერსიტეტო კლინიკაში!

ქრისტინე მალევე გამოჯანმრთელდა და ინფექცია ღვთის წყალობით სრულად ალაგდა. რადგან მე და ჩემი მეუღლე ორივე ექიმები ვართ ძალიან კარგად ვიცით რა უკეთდებოდა და რა დაჯდა მისი სრული მკურნალობა.

40 000 € -ზე მეტი დაიხარჯა მკურნალობისთვის დაახლოებით 1 თვეში. ჩვენი ჯიბიდან 1 ცენტიც არ დახარჯულა, ყველაფერი სავალდებულო ოჯახურმა დაზღვევამ გადაიხადა რაც მე მქონდა, ჩემი მეუღლე მაშინ არ მუშაობდა და ცოლ-შვილი ჩემს დაზღვევაზე იყო მომაგრებული.

ზემოხსენებული დაზღვევა აქვს ყველა იმ მოქალაქეს გერმანიაში ვინც მუშაობს ( ვინც არ მუშაობს და სოციალური სტატუსი აქვს იმათ სახელმწიფო/გადასახადების გადამხდელები უხდიან).

დაზღვევის საფასურის ნახევარს იხდის დამსაქმებელი მეორე ნახევარს დასაქმებული! გაგრძელება იქნება!..

განსაკუთრებით „კომკავშირელების“ და საქართველოს მოღალატეების გულგასახეთქად! ინფორმაციულ ვაკუუმში ვერ ამყოფებთ ქართველებს! ქვეყანა ჩალით არ არის დაფარული!“ – წერს მედიკოსი სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები