LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პროფესიული სწავლებით სულ უფრო ნაკლები ახალგაზრდა ინტერესდება

99
dea98c90b76a36d8a03d39347c874102-XL

2019 წელს საქართველოში, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 11 529 სტუდენტი ჩაირიცხა, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 2.5%-ით ნაკლებია.

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის ბოლოსთვის, საქართველოში ფუნქციონირებდა 105 საგანმანათლებლო დაწესებულება (აქედან 43 საჯარო, ხოლო 62 კერძო), რომლებიც ახორციელებდნენ სტუდენტების მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. 2019 წელს ჩარიცხულია 11 529 სტუდენტი, რომელთაგან 47.8 % ქალია, ხოლო 52.2 % – კაცი.

ამასთან, გასულ წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ შეადგინა თითქმის 11 ათასი სტუდენტი, რომელთაგან 49.9% ქალია და 50.1% კაცი. 2018 წელთან შედარებით კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა შემცირებულია 8.6 %-ით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g